„საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე და საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, კიევთან ახლოს აღმოჩენილია სარდაფი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.
მისი თქმით, სადაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება და მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება.
„სისტემური ხელწერა არ იცვლება: როდესაც რეჟიმის არქიტექტორები ექსპორტზე გაგაქვს, შედეგად იგივე სადისტურ პრაქტიკას იღებ.
კიევში გამოვლენილი საწამებელი სარდაფი არ არის ცალკეული გადაცდომა. ეს არის გარდაუვალი შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ, ხოლო სახელმწიფოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილს ირჩევ.
სადაც ეს კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება, ხოლო მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება.
საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.
