“ევროკომისიის ანგარიში ძალიან გაბრაზებული ადამიანის მიერ დაწერილ დოკუმენტს ჰგავს, რომელმაც ბევრი იჩხიკინა და ბევრი იწვალა, მაგრამ მაინც ვერ გააკეთა ის, რაც უნდოდა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მკაფიოა ორმაგი სტანდარტი.
“ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან, ხუთი-ექვსი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში, სადაც საქართველოს არანაირი ხედვა არ არის წარმოდგენილი.
„ამიტომ, ამ დოკუმენტს ჩვენთვის დამატებითი, ახალი ღირებულება არ აქვს. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, დოკუმენტი მომზადებულია ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ. არანაირი კომუნიკაცია არ იყო საქართველოსთან, სამინისტროებთან, ექსპერტებთან, ანუ ის, რაც ნორმალურ პირობებში, იგივე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შემთხვევაში ხდებოდა, საქართველოსთან მიმართებით არ იყო. შესაბამისად, ანგარიში ვერ იქნება დაბალანსებული და ობიექტური. ეს არის ცალმხრივად, ბრიუსელის ფანჯრებიდან თუ ოთახებიდან, ხუთი-ექვსი ადამიანის მიერ დაწერილი ანგარიში, სადაც საქართველოს არანაირი ხედვა არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება შინაარსს, რა თქმა უნდა, აქ ბევრი აბსურდული განცხადებაა. კარგ მაგალითად რად ღირს – „თვითნებურად დაკავებული ადამიანების“, მოხსენიება. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს, ევროპაში მკვლელობის ბრალდებით ასამართლებენ, საქართველოში კი, „თვითნებურად დაკავებულ პირებს“ უწოდებენ და საქართველოს ხელისუფლებას მათ გათავისუფლებას სთხოვენ“, – განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიის ანგარიშში, მათ შორის, აღნიშნულია: „პრეზიდენტმა შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც საქართველოში აქციებთან დაკავშირებით უკანონოდ იყვნენ დაკავებული და დანაშაული აღიარეს, მიუხედავად ამისა, ბევრი სხვა პირი პატიმრობაში რჩება”.
