“ევრობიუროკრატია საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„რეალურად ევროკომისიას არანაირი პასუხი არ აქვს. სინამდვილეში, მათ რომ ღიად დაასახელონ პირები, რომლებმაც სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინეს, ვინც ცდილობდა პოლიციელების დაწვას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისროდა, ის გვარები რომ მიიჩნიონ თვითნებურად დაკავებულებად, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება გამოუვათ. იტყვიან, რომ ჩვენ ვითხოვთ დამნაშავე პირთა გათავისუფლებას, რაც მათ რეალურად არ სურთ. იმიტომაც გაურბიან პასუხს, მიუთითებენ გაფართოების ანგარიშს, სადაც ფაქტობრივად, ტყუილების მეტი არაფერი წერია. ეს მოცემულობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკომისია, ევრობიუროკრატია საქართველოსგან ელოდება სრულ მორჩილებას. რეალურად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერის ნაცვლად მათ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ინტერესი გააჩნიათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
