თურქეთში მიმდინარე გაერო-ს 2026 წლის კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. მანამდე კი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა. განიხილეს საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.
კომენტარები
