1 წლის წინ, “ჰუალინგ პლაზას” სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის დედა თანადგომისთვის ხვიჩა კვარაცხელიას მადლობას უხდის.
როგორც 5 წლის გიოს დედა, ნუცა ბარაბაძე წერს. ფეხბურთელმა “უდიდესი წვლილი შეიტანა მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში.”
საზოგადოების თანადგომის შედეგად მალე თურქეთში მკურნალობის გაგრძელებას შეძლებს.
“ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ასეთი დიდი სიკეთე ასე ჩუმად ჩავლას არ იმსახურებს! უდიდესი მადლობა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამოთქვა სურვილი, გვერდში დადგომოდა გიორგის და უდიდესი წვლილი შეიტანა მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხის შეგროვებაში. ხვიჩა, ჩვენთვის ფასდაუდებელია არა მხოლოდ თქვენი დახმარება, არამედ ის ადამიანობა, თანადგომა და გულწრფელი ყურადღება, რომელიც გიორგის მიმართ გამოიჩინეთ.თქვენ კიდევ ერთხელ დაგვანახეთ, რომ დიდი ფეხბურთელის მიღმა კიდევ უფრო დიდი ადამიანი დგას! კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა გიორგის საქველმოქმედო მარათონში! ჩვენთვის ეს ყველაფერი ფასდაუდებელია!!” – წერს სოციალურ ქსელში ნუცა ბარაბაძე.
როგორც ბავშვის ოჯახის წევრები აცხადებენ, საზოგადოების თანადგომის შედეგად გიო მალე თურქეთში მკურნალობის გაგრძელებას შეძლებს.
ცნობისთვის, 2025 წლის 22 ივლისს გიო “ჰუალინგ პლაზას“ სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულიდან რამდენიმე სართულით ქვემოთ, მინუს პირველ სართულზე გადავარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვი ესკალატორსა და მოაჯირს შორის არსებულ ღია სივრცეში ჩავარდა, სადაც უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.
ამ მძიმე შემთხვევის შემდეგ ოჯახი დღემდე იბრძვის როგორც ბავშვის ჯანმრთელობისა და უკეთესი მომავლისთვის, ისე სამართლიანობის აღსადგენად. „”უალინგის“ წინააღმდეგ ოჯახს სამოქალაქო დავა აქვს დაწყებული, რომლის ფარგლებშიც სავაჭრო ცენტრის შენობა დაახლოებით სამი თვეა დაყადაღებულია. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს გამოძიება.
