58 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი.
დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა მსახიობად, მეტყველების პედაგოგად, ზესტაფონის კულტურის ცენტრის ახალგაზრდული და თოჯინების თეატრების რეჟისორად;
საშა გველესიანი (1968-2026) ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა 2012 წელს, როდესაც დაიბეჭდა მისი პირველი პოეტური კრებული „ქარის წისქვილები”.
გამოცემული აქვს კიდევ 4 წიგნი: „სულ ცოტა“ (2014), „ლექსები” (2015), „ასათიანის 22” (2020), „მე – დიდი დათვი” (2025).
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
კომენტარები
