ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული 80 წლის კაცია. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა დანით აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო ბრალდებული გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
კომენტარები
