თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახებს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“, – ნათქვამია ელჩის სამძიმრის წერილში.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
კომენტარები
