ფონიჭალაში დატრიალებული ტრაგედიის თვითმხილველები მომხდარის დეტალებს იხსენებენ.
როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები აცხადებს, მოვლენები სწრაფად განვითარდა და მისმა მეზობლებმა ბინების დატოვება ვერ მოასწრეს.
„ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა: „გადახტითო!“ ხმა მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვერო არ იყო კონტაქტური, მეორე სართულზე, ალბათ, ის ეგრევე დაიღუპა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ალბათ, ჯაბასი, ვინც დაიღუპა: „მიშველეთო!“. ძალიან მალე მოვიდა სამაშველო, ყველა. უკვე მაშველებიც რომ შევიდნენ, დაიწყო ნგრევა. ჩამოვარდა მთლიანად ოთახები. ჩემი მეუღლეც იქ იყო – ვინმეს ვუშველოო და გამოიყვანეს. ოთახები ჩამოვარდა და მაშინ დაიღუპნენ, ალბათ“, – აცხადებს დაღუპლების მეზობელი.
კომენტარები
