ქუვეითში ირანული დრონების ჩამოგდების დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ქუვეითის ერთი, იტალიის ორი და პაკისტანის ერთი მოქალაქეა.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, საუდ ალ-ატვანის განცხადებით, ქვეყნის შეირაღებულმა ძალებმა რამდენიმე უპილოტო აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შენიშნეს და მათ გასანეიტრალებლად ზომები მიიღეს.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად ასევე არის მატერიალური ზარალი.
კომენტარები
