ერთ-ერთი შესაძლო ტერორისტი, რომელიც ბარსელონაში ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, პოლიციასთან დაპირისპირების დროს, სამართალდამცველებმა მოკლეს, – წერს La Vanguardia.
ოფიციალურად ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.
გამოცემის ცნობით, სროლა გაჩაღდა ბარსელონის შემოგარენში სან-ჟუსტ-დესვერნში. მანამდე პოლიციამ დაადასტურა, მეორე ეჭვმიტანილის, დრის უკაბირის დაკავების ფაქტი.
17 აგვისტოს, დღისით, ბარსელონაში, რამბლის ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ესპანეთის პოლიცია მომხდარს ტერაქტად აფასებს. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 13 ადამიანი, დაშავდა 50-ზე მეტი.
კომენტარები