ბარსელონის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებს მადრიდში ასამართლებენ. 4 მამაკაცი, რომლებსაც ტერორისტული ქსელის წევრობა ბრალდებათ, სასამართლოში გაძლიერებული დაცვის თანხლებით მიიყვანეს.
12 კაციანი ჯგუფის მიერ მოწყობილ თავდასხმებს ბარსელონასა და კამბრილსში 15 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტების შემდეგ სამართალდამცველებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს, დანარჩენი 8 კი მოკლეს. მათ შორის ფურგონის მძღოლიც.
კომენტარები