ჩინეთის სამხრეთ სანაპიროს უძლიერესმა ტაიფუნმა გადაუარა.
ბოლო მონაცემებით, სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავებულია. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო დაიტბორა დასახლებები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება 2 მილიონზე მეტ ოჯახს შეუწყდა.
სტიქიის ზონიდან, სადაც ქარის სიჩქარე საათში 175 კილომეტრს აღწევდა, 27 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ტაიფუნის გამო ჰონგ-კონგში განგაშის უმაღლესი დონე იყო გამოცხადებული. ხელისუფლებამ მოსახლეობა მოსალოდნელი მეწყერის შესახებაც გააფრთხილა.
კომენტარები