ჩრდილოეთ კორეა კვლავ რაკეტების გაშვებით იმუქრება. საშუალო სიშორის რაკეტა, რომელმაც გუშინ იაპონიას გადაუფრინა, ფხენიანის პოლიგონიდან პირველად გაუშვეს.
ჩრდილო კორეა ირწმუნება, რომ გამოცდა მიმართული იყო რეგიონში ამერიკელების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო სწავლებების წინააღმდეგ.
რაკეტის გაშვება დაგმო საერთაშორისო გაერთიანებამ. გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის ქმედებებს აღმაშფოთებელი უწოდა და სარაკეტო გამოცდების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
კომენტარები