“პრეზიდენტმა ნათლად გააგებინა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სამხედრო გადაწყვეტილება შესაძლებელია. ვფიქრობ, ამგვარი ვარიანტის განხილვისას ის დაეყრდნობოდა ისეთ ხალხს, როგორიც არის პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი“, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.
სარა სანდერსის თქმით, აშშ „სერიოზულ ნაბიჯებს დგამს ჩრდილოეთ კორეის საკითხზე“ და დონალდ ტრამპი ქმედებების სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს.
29 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა განახორციელა. რაკეტამ იაპონიას გადაუფრინა და წყნარ ოკეანეში ჩავარდა.
კომენტარები