მარიამ საჯაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ტაილანდის ვიზაც მომცეს. ხვალ ბანგკოკში მივდივარ. არადა რაღაც სულაც არ მებანგკოკება. თავზეხელაღებული ვარ, კი. ყველაფერზე წამსვლელი – ვერ. იქ ხო ის მელოდება. ვჭირდები.
დიდად ჩემთან ლაპარაკით თავს არ იწუხებს. არც მე ვურეკავ დღენიადაგ. უთქმელადაც ვიცით რომ გვენატრება და გვჭირდება ერთმანეთი. ვიდეოზარისას ჩემს კულონს დამანახებს, წასვლისას რომ ჩამოიკიდა და აღარ მოუხსნია. ყველაფერი გასაგები ხდება ჟესტით.
არამარტო მას ვჭირდები. მეც. ასე, უმისოდ ყოფნა არ მომწონს. არ მომწონს კიარა, ცრუკრუპებივით მემართება მონატრების შემოტევები.
ბუდისტურ მონასტერში ყოფნის მესამე დღეს, როცა სრულიად სიმშვიდით ვიყავი გარედან და შიგნიდან მოცული, დამეწყო ეს მონატრების შემოტევა. არანაირი კავშირი არ არსებობს სამყაროსთან. ვერ დაველაპარაკები…
არ დავიზარე. წავედი უახლოეს სოფელში, დაახლოებით 5 კილომეტრი. ვაიფაი არ გაქვთ მეთქი? ინტერნეტიც არ იცოდნენ რა იყო.
პირველივე კონტაქტზე მოვუყევი როგორ მომენატრა, როგორ მჭირდება, რამდენად მინდა აქ მყავდეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
პასუხი (ვციტირებ):
– ხო გითხარი! მე ხო გითხარი წამიყვანე-მეთქი! აი რომ არ წამიყვანე, გენატრები და შენი ბრალია რომ გენატრები.
7 წლისაა…
ჩემი შემდგომი საზღვრიდან ფეხის გადგმა ბრალეულობის გარეშე უნდა იყოს. ანუ ბუკასთან ერთად.
ახლა მაინც მაქვს ბრალეულობისგან გამათავისუფლებელი გარემოება –
საზღვარგარეთ ბექფექერობის პირველივე გამოცდილებაზე აზიაში ბავშვით წასვლა არ უნდა იყოს კარგი აზრი.
იცის და ბრალს მპატიობს. დასაზვერად გამომიშვა თვითონაც. ოღონდ შემდეგზე არ მაპატიებს.
ენივეიზ. რაიქნება ბანგკოკი კიარა, ბუკასკენ იყოს შემდეგი მიმართულება.” – წერს მარიამ საჯაია.