საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, მეუღლესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ცოტა ხნის წინ კი საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გაიმართა ილჰამ ალიევის ოფიციალური დახვედრს ცერემონია.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ილჰამ ალიევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები მედიასთან.
კომენტარები
