ირანული თავდასხმის შედეგად ისრაელში ქალაქ ხაიფაში მსხვერპლი მოჰყვა. ოთხ ცხედარს მაშველებმა 18 საათიანი სამძებრო სამუშაოებისას ნანგრევებში მიაკვლიეს. ირანული რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა, არ აფეთქდა თუმცა ნგრევა გამოიწვია.
ისრაელის მთელ ტერიტორიაზე კვლავ საჰაერო განგაშია, რკინის გუმბათი ირანის იერიშს იგერიებს.
მანამდე მასშტაბური საჰაერო იერიში განხორციელდა ირანზე. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა მათი დაზვერვის ხელმძღვანელი.
კომენტარები
