აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში ტერაქტების საშიშროების შესახებ აფრთხილებს.
დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ევროპაში მოგზაურობისას და აფრთხილებს, რომ ტერორისტები თავდასხმის სამიზნედ ტურისტულ ადგილებს, კაფეებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ბაზრობებს და სამთავრობო შენობებს არჩევენ.
აშშ-ის საგარეო უწყება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ექსტრემისტები სულ უფრო ხშირად იყენებენ ცივ იარაღს, რომლის აღმოჩენაც რთულია.
აღნიშნული გაფრთხილება 2017 წლის ნოემბრამდე მოქმედებს.
კომენტარები