აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დღეს ტეხასსა და ლუიზიანას ეწვევა და აღდგენითი სამუშაოებისთვის პირად თანხებს გაიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში პრეზიდენტის პრესსპიკერ სარა სანდერსზე დაყრდნობით ვრცელდება.
სანდერსმა დააკონკრეტა, რომ ტრამპი ქარიშხალი ჰარვისგან მიყენებული ზიანის აღსადგენად პირად 1 მილიონ დოლარს გაიღებს.
„როგორც უკვე განვაცხადე, დონალდ ტრამპი 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს პირადი სახსრებიდან, რათა ტეხასისა და ლუიზიანის მოსახლეობას დაეხმაროს“, – განაცხადა სარა სანდერსმა.
კომენტარები