დღეიდან მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები ჩაეშვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებული 5-ლარიანი მიმოქცევაში იქნება წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად.
პრეზენტაცია დღეს 11 საათზე ეროვნული ბანკის საკასო ცენტრშია დაგეგმილი. ახალი 5-ლარიანი პირველი ბანკნოტია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ხელმოწერით იქნება.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის, ხოლო 2016 წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები.
განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება.
კომენტარები