ლოს – ანჯელესში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს. ცეცხლი ტყეში გაჩნდა, რის შემდეგაც ის სწრაფად გავრცელდა და დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა.
ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ლოს – ანჯელესის მახლობლად მდებარე ბურბანკისა და გლენდეილის დასახლებებში მოსახლეობა 700-ზე მეტი საცხოვრებელი სახლიდანაა ევაკუირებული.
ბოლო ცნობით, 2 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობია დამწვარი. ხანძრის ლიკვიდაციას ხელს ძლიერი ქარი უშლის. ადგილზე ასობით მეხანძრეა მობილიზებული.
კომენტარები