თურქეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა და მთავარმა მომლაპარაკებელმა ომარ ჩელიკმა გერმანიაში წინასაარჩევნო სატელევიზიო დებატების შეფასებისას ევროკავშირს „გერმანიის შეერთებული შტატები“ უწოდა.
ამისთ თურქმა მინისტრმა გერმანელი პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა „მათ ოკეანის გადაღმელი პარტნიორების ტონს“ მიამსგავსა.
„როგორც ჩანს, გერმანელ პოლიტიკოსებს მხოლოდ ის ადარდებთ, როგორმე შიდაპოლიტიკური ბატალიების საკვანძო თემად აქციონ თურქეთისა და ლტოლვილთა კრიზისის საკითხები“, – დაწერა ჩელიკმა ტვიტერზე.
კომენტარები