საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ”ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 14 ივნისს გახდება ცნობილი.
სტრასბურგის სასამართლო 14 და 16 ივნისს, მთლიანობაში 51 საქმესთან დაკავშირებით წერილობით გადაწყვეტილებას წარმოადგენს.
”2013 წლის 21 მაისს დაპატიმრებული მერაბიშვილი ამტკიცებს, რომ 22 და 25 მაისის გადაწყვეტილება, რომელიც მის წინასწარ პატიმრობას გულისხმობდა, გაუგებარ სამართლებრივ ნორმებს ეფუძნებოდა და ხელისუფლებამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებიდან მისი მოშორების მიზნით მიიღო, რამაც ”ნაციონალური მოძრაობის” დასუსტება გამოიწვია.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი იქვე განმარტავს, რომ ხელისუფლებამ ამგვარი გადაწყვეტილებით, მას მომავალ 2013 წლი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში ხელი შეუშალა.
მისივე განცხადებით, 2013 წლის 14 დეკემბერს გვიან ღამით ის გამოიყვანეს საკნიდან და მთავარ პროკურორთან დაკითხვაზე წაიყვანეს, სადაც ის ღირსების შემლახველი ქმედების გამოყენებით ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გარემოებებისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის საიდუმლო ობფშორული საბანკო ანგარიშების შესახებ დაკითხეს. მან სასამართლოს მსვლელობისას ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე 14 ივნისს, ადგილობრივი დროით, 10:00 საათზე გამოქვეყნებს“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვებგვერდზე.
სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს
2016/06/11 17:45:17
კომენტარები
ნანახია: 2501 ჯერ