სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე არ მივაღწევთ ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, – ამ საკითხზე დღეს გამართულ ბრიფინგზე ამავე სააგენტოს დირექტორმა ემზარ გაგნიძემ ისაუბრა.
მისივე თქმით, აღნიშნული მიზანია საქართველო იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი.
კომენტარები
