ჟურნალისტ მაკა რაზმაძეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადასცა დისკი, სადაც აფხაზეთის ომში მისი ძმის კადრებია ასახული. ტელეწამყვანის ძმა გიორგი რაზმაძე 1974 წლის 3 ივლისს დაიბადა. 1993 წლის 6 ივლისს კი აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა.
მაკა რაზმაძე თეა წულუკიანს მადლობას უხდის.
“სასწაულები ხდება… ვზივარ და ვუყურებ ამ პატარა ნივთს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პატარა დისკია, მაგრამ ჩემთვის მთელი სამყაროა აქ… შიშით, სიხარულით, გულის ფრიალით ვუყურებ და თან მეშინია, თუ მეყოფა ძალა, რომ გავხსნა და ვნახო ის კადრები, რაც აქაა ჩაწერილი…
სასწაული მოხდა და ამდენი წლის შემდეგ, ჩემს 19 წლის გიორგის ისევ თავიდან შევხვდები…
ეს კადრები არასდროს მინახავს, ახლა უნდა ვნახო პირველად და ვერ ვბედავ… მიდევს აქ მაგიდაზე და დამუნჯებული შევყურებ….
საოცარ ადამიანს წულუკიანი თეას ძალიან დიდი მადლობა ამ სოცარი საჩუქრისთვის, არც ვიცი, შევძლებ თუ არა როდესმე მადლობის გადახდას…
ნამდვილი მეგობრობა მუდმივია და ისინი სამუდამო მეგობრებად დარჩნენ“, – წერს მაკა რაზმაძე.