საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც იცოდა, რომ ჩვენ თანხმობას ვერ განვაცხადებდით, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“პრეზედენტმა ვეტოს შენიშვნებს შეგნებულად დაამატა წინასწარ დაანონსებული ისეთი საკითხები, რაზეც წინასწარვე ნამდვილად იცოდა, რომ ამასთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ თანხმობას ვერ განვაცხადებდით. ამით მან უკანასკნელ შანსზე თქვა უარი, პოზიტიური წვლილი შეეტანა საკონსტიტუციო რეფორმის იმ წარმატებულ პროცესში, რომელიც აღიარა ქართულმა საზოგადოებამ, ვენეციის კომისიამ და აღიარა ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა, ამიტომ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ ვეტოს გადავლახავთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კომენტარები