ინტერნეტში ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცლილი იპოვეს. მომხდარს გარდაცვლილის ახლობლებიც ადასტურებენ. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ულამაზეს ქალად აღიარებული მსახიობი ლიკა ქავჟარაძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი როლია მარიტა „ნატვრის ხეში”. სწორედ ამ ფილმით დაამასხოვრა თავი მან ქართველ მაყურებელს.
კომენტარები