გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ,– საქართველოს პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის ოჯახსა და ახლობლებს თანადგომას უცხადებს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
„გულის სიღრმემდე შემძრა ქართული კინოს ბრწყინვალე ვარსკვლავის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ.
სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული, ლიკა ქავჟარაძე იმ იშვიათთაგანი იყო, ვინც ეკრანზე გამოჩენიდან მოყოლებული, უწყვეტად სარგებლობდა თითოეული ქართველის უპირობო სიყვარულითა და პატივისცემით.
მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ მის ხსოვნას და თანადგომას ვუცხადებ მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- წერს გიორგი მარგველაშვილი.
ცნობილი ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, იგი სახლში მარტო იმყოფებოდა.
გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.