მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა, მისი ცხედარი გუშინ მისსავე საცხოვრებელ ბინაში იპოვეს. ლიკა ქავჟარაძე ცნობილი და გამორჩეული სილამაზის მქონე, ქართველი კინოვარსკვლავი გახლდათ.
პირველად ფილმში 12 წლის ასაკში გადაიღეს. თუმცა განსაკურებული აღიარება ფილმმა “ნატვრის ხემ” მოუტანა. ლიკა ქავჟარაძე პროფესიით მუსიკოსი იყო, მას დამთავრებული აქვს კონსერვატორია.
“თავის დროზე მე ვერ მივატოვე დედაჩემი და ჩემი შვილი, ახლა კი მე დავრჩი მარტო”, – აცხადებდა ლიკა ქავჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან ჰყავს მსახიობს ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასთან და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს.
სანდრო თაქთაქიშვილი პროფესიით ფიზიკოსია და ამერიკის კოსმოსის სააგენტოში მუშაობს.
რაც შეეხება ვაჟს, ლევან თაქთაქიშვილს, ის ამერიკაში იურისტად მუშაობს.
ლევან თაქთაქიშვილს ერთი ვაჟი საშკა ჰყავს, რომელიც გარეგნობით ძალიან ჰგავს ბებიას და მისი
როგორც ლიკა ქავჟარაძემ, “პროფილისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, შვილისა და შვილიშვილის ნახვას ვერ ახერხებს, რადგან საქართველოში იშვიათად ჩამოდიან. ამიტომ მათთან ურთიერთობა მხოლოდ სკაიპის საშუალებით ჰქონდა.