,,ეს პარტია მიზანმიმართულად ცდილობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას და ებრძვის ქალაქის წინსვლას“- ასე შეაფასა ,,ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქცია. კახა კალაძემ ენმ-ს ,,გაკოტრებული პარტია“ და ,,მარგინალები“ უწოდა.
“არავის არ მივცემთ იმის ფუფუნებას, იმის შესაძლებლობას რომ ეკონომიკური განვითარების გზაზე მდგარ ქვეყანას ხელი შეუშალონ. ეს არის უნიჭო შოუ მომზადებული მათი მხრიდან. არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. რეგიონებიდან ჩამოიყვანეს ხალხი ავტობუსებით და დაახლოებით 3000 კაცამდეც კი ვერ შეიკრიბნენ,“-განაცხადა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ.
კომენტარები