პრეზიდენტმა თავისი შესაძლებლობის ბოლო ერთი პროცენტი, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ბოლოს რაიმე, ოდნავ პოზიტიური მაინც გაეკეთებინა, ეს მისია შეასრულა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ხელმოწერა შედგებოდა, რადგან თუ კონსტიტუციურ პროექტს ხელს პრეზიდენტი არ მოაწერდა, დოკუმენტს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე მოაწერდა, თუმცა ვფიქრობ, პრეზიდენტმა ისიც გაითავისა, რომ ხელი მოაწერა პროგრესულ, ეროვნულ, ღირებულებებზე დაფუძნებულ ევროპულ კონსტიტუციას. მთავარია, რომ ეს კონსტიტუცია ხანგრძლივად და წარმატებით იმუშავებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი საკონსტიტუციო რეფორმის პარალელურად, პრეზიდენტი ცდილობდა, ამ რეფორმის დისკრედიტაცია მოეხდინა, რაც გამოიხატა როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტში, ასევე ყველა შემდგომ ნაბიჯში. ამ ფონზე, პრეზიდენტმა თავისი შესაძლებლობის ბოლო ერთი პროცენტი, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ბოლოს რაიმე, ოდნავ პოზიტიური მაინც გაეკეთებინა, ეს მისია შეასრულა“, – განაცხადა მდინარაძემ.