„რატომ მესაუბრებით დამარცხებაზე, როცა გამარჯვებაზე ვფიქრობთ“, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტის ინგა გრიგოლიას დასმულ შეკითხვას, იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, აღიარებენ თუ არა ამას.
ნიკა მელია: ზალიკო უდუმაშვილს კი არ სჭირდება გამარჯვება, თქვენ გჭირდებათ.
ჩემი მეგობრული რჩევაა, კახი კალაძეს ხმა არ უნდა მისცეთ. როგორც თქვენი ფეისბუქ აქტივობით ვატყობ, კახი კალაძესთვის აპირებთ ხმის მიცემას.
ინგა გრიგოლია: მე საკუთარ ფეისბუქს პოლიტიკური აქტივობებისთვის არ ვიყენებ, თქვენ საიდან იცით მე ვის ვაძლევ ხმას?
ნიკა მელია: ხელისუფლებამ რომელმაც უკვე ღიად დაიწყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ისე, რომ აღარც კი მალავს, ისე სვამს ავტობუსებში პედაგოგებს, აიძულებს ბაღის მასწავლებლებს და არიგებს ასობით ლარს საბიუჯეტო დაწესებულებიდან, ჩვენ თანხას და ამით ატარებენ კამპანიას, ამ ხელისუფლების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი ნაკლოვანებაა, ვინც არ უნდა დაუჭიროს მხარი.
ინგა გრიგოლია: წარმატებას გისურვებთ, მაგრამ გამიკვირდა როცა ჩემს ფეისბუქ აქტიურობა ახსენეთ, პოლიტიკური ფეისბუქ აქტივობები არ მაქვს.
ნიკა მელია: ერთხელ მოვკარი თვალი… იმედს ვიტოვებ, ადამიანმა რომელმაც გააღატაკა ქვეყანა, ასეთ ადამიანს მხარს არ დაუჭერს ადამიანი, რომელიც მაღალი რეპუტაციით, ავტორიტეტით სარგებლობს.