“ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა – მან ხმა საბურთალოს რაიონში, 64-ე საარჩევნო უბანზე მისცა.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან ხმა მისცა სიცოცხლით სავსე ქალაქს და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობა გადაწყვეტს, როგორ გადანაწილდება კანდიდატების თანმიმდევრობა.
„არჩევანი გავაკეთე, რომ ქალაქი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ტრანსპორტი იყოს მოწესრიგებული, ქალაქი ურბანულად გამართული იყოს და ქაოტური განაშენიანება არ ხდებოდეს. ქალაქში სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, ქალაქი უნდა იყოს სიყვარულით, ისტორიითა და კულტურით სავსე. მჯერა, რომ ამას ერთობლივად შევძლებთ და მოვახერხებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები