სომხეთში, ქალაქ არმავირის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში სპეცოპერაცია ჩატარდა – მძევლად აყვანილი 3 წლის ბავშვი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ სომხური პრესა წერს.
მძევლად აყვანილი ბავშვის გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. თავდამსხმელი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და საკუთარ მოთხოვნებს გასაგებად ვერ აყალიბებდა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დანით შეიარაღებული მამაკაცი საბავშვო ბაღის თანამშრომლებს თავს დაესხა. მამაკაცმა მძევლად საბავშვო ბაღის პერსონალი და აღსაზრდელები აიყვანა, თუმცა შემდეგ ბაღის დირექტორის და ერთი ბავშვის გარდა, ყველა მძევალი გაათავისუფლა.
ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ბაღში მამაკაცის ყოფილი მეუღლე და სიდედრი მუშაობენ.
კომენტარები