სრული სისულელეა, რომ დღე- დღეზე დამაპატიმრებენ, რადგან ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა, არც თავი აქვთ და არც შემსრულებლები ჰყავთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი2“-თან საუბრისას განაცხადა.
“სრული სისულელეა, რომ დღე-დღეზე დამაპატიმრებენ, რადგან ამის არც რესურსი აქვთ, არც ძალა, არც თავი აქვთ და არც შემსრულებლები ჰყავთ. უკრაინაში აქტიურად მიმდინარეობს ხელისუფლების ბოლომდე ჩამოშლის პროცესი. რეალურად აქ შევარდნაძის ეპოქაა, რადგან პრაქტიკულად ყველა უწყება თავისთვის არის. დღეს პრეზიდენტმა და შს მინისტრმა „დააყარეს“ უკვე ბოლომდე ერთმანეთს. შს მინისტრის შვილი დაკავეს, სრულიად სამართიანად. იმ საქმეებზე პირველად ჩვენ დავიწყეთ საუბარი ორი წლის წინ. უკრაინაში მთლიანად მოშლილია ყველაფერი, გუშინ მოკლეს ჩეჩენი გმირი.
როდესაც უკრაინის უშიშროება დაკავებულია ჩემით და ჩვენი მომხრეებით, მთლიანად გაუშვეს ხელი უსაფრთხოებაზე, მოსახლეობა ცუდ განწყობაზეა, ხელისუფლების რეიტინგი ჩამოვარდნილია 10%-ზე ქვემოთ… იმაზე არ უნდა ვითვალოთ დღეები, მე როდის დამიჭერენ ან მომიტაცებენ, არამედ იმაზე, თუ როდის ჩამოიშლებიან და ესენი ჩამოიშლებიან მალე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.