პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის საკითხზე დამკრძალავი კომისია იმსჯელებს, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა.
”უდავოა, რომ ბატონი ჯანსუღი ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. პირველ რიგში მის ოჯახის წევრებს და მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს მინდა მივუსამძიმრო. დღეს სამინისტროში დამკრძალავი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მერიის წარმომადგენლებთან ერთად ყველა საკითხს გავივლით და დავაზუსტებთ”, – განაცხადა გიორგაძემ.
კომენტარები