ჟურნალისტი თმარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
“შევიწროვებაზე გამახსენდა, ლირიკული გადახვევა:
ჩემი და გიგას დაქორწინებიდან ერთი წლის განმავლობაში სახლის და გიგას მანქანის კარზე გამუდმებით გვხვდებოდა გიგასთვის მიძღვნილი ფერადი წერილები, ავტორი სიყვარულს უხსნიდა, თან ეჩხუბებოდა, უბედურებას უწინასწარმეტყველებდა ჩემზე დაქორწინების გამო, ინანებო ემუქრებოდა და პომადის კვალს ტოვებდა წერილებზე … შენახულიც უნდა მქონდეს სადღაც . ჭონქაძის ქუჩიდან წყნეთში რომ გადავედით, მერე შეწყვიტა.
უფრო ადრე, 90 იან წლებში, სახლში ვიღაც რეკავდა ერთსა და იმავე დროს, ღამის საათებში, მრავალჯერ და თიშავდა. დედაჩემმა გადაწყვიტა რომ მე გადამეკიდა ვიღაც და ნერვიულობდა (სულ ჩემზე ნერვიულობს) – გაირკვა, რომ მამაჩემზე იყო ვიღაც გადაკიდებული და მთელ ოჯახს გვაწუხებდა”