ლარის გაუფასურება ფასებთან პირდაპირ ბმაში არ არის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აისახება ლარის გაუფასურება ადგილობრივი პროდუქციის ფასებზე.
“ლარის გაუფასურება ფასებთან ბმაში პირდაპირ არ არის. საუბარია ამ შემთხვევაში ინფლაციის ტემპზე და ინფლაციის ტემპის კონტროლს ახორციელებს ეროვნული ბანკი. ინფლაციური კუთხით ჩვენ არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა. აქ არ შეინიშნება ფასების ზრდა, მათ შორის არც ადგილობრივ პროდუქციაზე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კომენტარები