საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ქართველების დეპორტაციასთან დაკავშირებით, უკრაინულ მხარესთან კომუნიკაციას გამორიცხავს.
თეა წულუკიანის თქმით, ამ თემაზე ორი ქვეყნის უწყებებს შორის არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და დასძენს, რომ საქართველოს კარი მისი მოქალაქეებისთვის ღიაა.
„არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი ქვეყნის უწყებებს შორის არ ყოფილა. საქართველოს ყველა მოქალაქისათვის ჩვენი ქვეყანა არის ღია და რა თქმა უნდა, მათ თუ უცხო ქვეყნის სახელმწიფო დააბრუნებს სამშობლოში, ეს სამშობლო არის ღია, ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. მათ დაბრუნებას ვინც არ უნდა იყოს ის, მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, ყოველთვის მივესალმებით“,– განაცხადა თეა წულუკიანმა.
კომენტარები