1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5751 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5751 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0379 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0536 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0079 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0457 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.
კომენტარები