ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საკმარისი უფლებამოსილება პასუხისმგებლობა დააკისროს მათ, ვინც ძალადობს, უზღუდავს გამოხატვის საშუალებებს ან ქურდავს ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო დეპარტამენტი ამავე განცხადებაში გმობს მკვლელობებსა და დაკავებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, უმკაცრესი ზომებით ხორციელდება.
„რეჟიმის მსხვერპლებს ჩვენ ვეუბნებით: თქვენ არავინ დაგივიწყებთ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
კომენტარები