საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შანსს ვერ ხედავს. ამის შესახებ მაკრონმა გუშინ, პარიზში თურქ კოლეგასთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრაზე განაცხადა.
ემანუელ მაკრონმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის პოლიტიკა მწვავედ გააკრიტიკა. მისი თქმით, 2016 წლიდან დღემდე თურქეთში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
„ფარისევლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან მეთქვა, რომ თურქეთს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. დიახ, ერდოღანის თურქეთს არავითარი შანსი აღარ აქვს, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
კომენტარები