თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.
დაკავებული თურქეთის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამმართველოს ყოფილი თანამშრომელია. მას განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში თანამონაწილეობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
რუსეთის ელჩი თურქეთში ანდრეი კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს ანკარაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოკლეს.
კომენტარები