ბუქარესტის უნივერსიტეტის მოედანზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
რუმინეთში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია იმართება. ბუქარესტის ქუჩებში 50 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. ისინი მთავრობის მიერ მიღებულ ახალ კანონს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულების გასამართლება უფრო რთული გახდება. ამასთან, აქტივისტები ამტკიცებენ, რომ მთავრობა ახალი რეგულაციებით სასამართლო სისტემაზე ზემოქმედებას შეძლებს.
დემონსტრანტები სკანდირებდნენ – “ქურდები უნდა წავიდნენ. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
გავრცელებული ცნობებით, ანალოგიური აქციები მანამდე რუმინეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა და მოგვიანებით, მომიტინგეებმა ბუქარესტში გადაინაცვლეს.
კომენტარები