ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ „ბოევიკების“ თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ, ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით, ტელეკომპანია Tolo News იუწყება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი იყო 12 ადამიანი. ტელეარხის ცნობით, თავდასხმა 18 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „თალიბანმა“ აიღო. თავდასხმაში დაჯგუფების ხუთი ტერორისტი მონაწილეობდა. მათ სასტუმროში შაბათს შეაღწიეს. 126 სტუმრის გადარჩენა მოხერხდა, რომელთაგან 41 უცხოელია. ამ დროისთვის შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა მიმდინარეობს.
კომენტარები