თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს, არ მოახდინოს თურქეთის პროვოცირება და არ ხელყოს თურქეთის საზღვრები.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, მოთმინება არ გვეყოფა. ამას პატივცემულ ექსპრეზიდენტ ობამასაც ვეუბნებოდი. სამწუხაროა, რომ მისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ ვამბობდით: „მოვალთ მოულოდნელად ღამით“. ველოდით, ველოდით, შემდეგ კი დავარტყით. ის, ვინც ამბობს, რომ მათ უკან ამერიკაა, ვერ მოერევა თურქ ხალხს. ეს ჩვენი სახალხო ბრძოლაა“, – განაცხადა ერდოღანმა ბურსას პროვიცნიაში ქალთა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას.
მან კიდევ ერთხელ ახსენა სირიაში ქურთი შეიარაღებული ფორმირებებისადმი ამერიკის სამხედრო მხარდაჭერა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკამ სირიელ ქურთებს იარაღით დატვირთული 5 ათასი სატვირთო ავტომანქანა გაუგზავნა.
კომენტარები