რომის პაპმა კორუფციას სოციალური ვირუსი უწოდა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებით გამოვიდა. ამის შესახებ ფრანცისკემ განცხადება პერუში ვიზიტის დროს გააკეთა.
Euronews-ის ცნობით, დრო და ადგილი პონტიფიკოსს შემთხვევით არ აურჩევია. ამ დროისთვის პერუში პოლიტიკური კრიზისია, რაც პრეზიდენტ პედრო კუჩინსკის ირგვლივ აგორებულმა კორუფციულმა სკანდალმა გამოიწვია.
“კორუფცია ეს სოციალური ვირუსია, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ჩვენ ლათინომერიკულ ერებსა და დემოკრატიას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ კორუფციას სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორსა და საეკლესიო ინსტიტუტებშიც”- განაცხადა რომის პაპმა.
კომენტარები