სირიის აფრინის რეგიონში, სადაც თურქეთის არმიამ დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ რამდენიმე პოზიცია გაანადგურა, სამხედრო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქი სამხედროები ავრცელებენ.
საჰაერო იერიშის შედეგად განადგურებულია ის პოზიციები, საიდანაც გუშინ თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებზე 11 საჰაერო თავდასხმა მოხდა. გვიან ღამით დაბომბვის შედეგად ქალაქ რეიჰანლიში ერთი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.
კომენტარები