ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა. როგორც ჟურნალისტებს თეთრ სახლში განუცხადეს, ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით დროებითი სამთავრობო დაფინანსება 2018 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება.
მოგვიანებით პრეზიდენტი აღნიშნულ ფაქტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„დიდი გამარჯვებაა რესპუბლიკელებისთვის დემოკრატების მხრიდან დაფინანსების გაგრძელებაზე თანხმობა. ახლა მსურს დიდი გამარჯვება ყველასთვის, მათ შორის რესპუბლიკელებისთვის, დემოკრატებისა და არასრულწლოვანი იმიგრანტებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი საამაყო სამხედროებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის. შევხვდებით მოლაპარაკების მაგიდასთან!“ – დაწერა საკუთარი ”ტვიტერის” გვერდზე ტრამპმა.
კომენტარები